„მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ტრენინგი ჩატარდა
01-03-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. გარდა საინტერესო გაკვეთილებისა, სკოლაში არაერთი ღონისძიება, ტრენინგი თუ აქტივობა იმართება. 

ამჯერად კი, ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით, სკოლაში ტრენინგი - „მედეაწიგნიერება და დეზინფორმაცია“ ჩატარდა. მას ტრენერი რუსუდან კარკაძე უძღვებოდა. ღონისძიების მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, ისინი აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ, კითხვებიც დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

ტრენინგმა წარმატებით ჩაიარა.

„მედეაწიგნიერებაზე მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს დაეხმარებათ ინფორმაციის პირველი წყარო სწორად გადაამოწმონ და თავიდან აიცილონ დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხე“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203