ნაბახტევის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი მაია რიჟამაძე მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით ანებივრებს 
01-03-2024
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია რიჟამაძე მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, მისი ხელმძღვანელობით კი არაერთი ღონისძიება ეწყობა. 

ამჯერად, მისი ორგანიზებით, საინტერესო აქტივობები, საგან მუსიკაში, პირველ, მეორე და მეხუთე კლასში განხორციელდა. მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. 

კონკრეტულად, პირველ კლასში თემა იყო - „მუსიკალური საკრავები“, მეორე კლასში - „თოჯინა - ლაზარე“, ხოლო მეხუთე კლასში - „მუსიკის როლი მუნჯ კინოში - მხიარული კაცი“. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203