თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
01-03-2024
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც არაერთ პროექტსა თუ კონკურსში ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლის დირექტორმა - მზია სულამანიძემ და მათემატიკის მასწავლებელმა - ნინო წიკლაური-ოზიაშვილმა მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ შემოქმედებითი გუნდისაგან, ამავე ოლიმპიადის ოქროს ტურში მონაწილე მოსწავლეების მიერ მიღწეული მაღალი შედეგების გამო მადლობის წერილი მიიღეს. 

ოქროს სერტიფიკატის მფლობელი გახდა მე-3ა კლასის მოსწავლე გიორგი რიგიშვილი, ვერცხლის სერტიფიკატები კი მე-3ა კლასის მოსწავლეებს - ლექსო მაკარაშვილს, ცოტნე ფარჯანაძეს და მე-5ა კლასის მოსწავლე - ნინო რიგიშვილს გადაეცათ. ბრინჯაოს სერტიფიკატები მე-3ბ კლასის მოსწავლე - გაბრიელ არსენიძემ, მე-5ა კლასის მოსწავლეებმა - თინათინ ჭელიძემ და მია მოხევიშვილმა დაიმსახურეს.

თითოეულ მათგანს, სერტიფიკატთან ერთად, საჩუქრები გადაეცა.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობაში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203