ზერტის საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის დღეს საინტერესო პრეზენტაციებით გამოეხმაურნენ
01-03-2024
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებას, ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით, კი არაერთი აქტივობა იმართება.

ამჯრად, X-XI კლასის მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის კვირეულს გამოეხმაურნენ. მათ თემატური პრეზენტაციები მოამზადეს. გარდა ამია, სკოლაში დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო და საინტერესო დისკუსია შედგა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები თითოეულ აქტივობაში თ. ტურაშვილისა და ლ. ზურიაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ საქართველოს ისტორიის ცოდნა გამოავლინეს, საინტერესოდ ისაუბრეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს. 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203