„დედაშვილობა“- დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში საინტერესო სადამრიგებლო საათი ჩატარდა
01-03-2024
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, II-IVბ კლასის დამრიგებელმა მარიკა დიდიძემ, დედის დღესთან დაკავშირებით. სადამრიგებლო საათი - „დედაშვილობა“ - ჭკვიანი ბავშვები და ლამაზი დედები, ჩაატარა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ დედის დღისა და ზოგადად, ცხოვრებაში დედის როლზე ისაუბრეს. გარდა ამისა, დახატეს და მისალოცი ბარათები - „დედა გილოცავ 3 მარტს“, დაამზადეს.
„აქტივობის მიზანი იყო - დედის სიყვარულისა და პატივისცემის უკეთ ჩამოყალიბება მოსწავლეებში და ერთმანეთისადმი მზრუნველობის გაძლიერება“, - ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია