მარნეულის N5 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროექტის ფარგლებში, სიმულაციური სწავლება გაიმართა 
01-03-2024
მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში ხშირად ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეებთან, პროექტის - „დეზინფორმაციის სკოლა“ ფარგლებში, სიმულაციური სწავლება ჩატარდა. მასწავლებელმა და „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ წარმომადგენელმა - თემურ სუყაშვილმა მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია, პროპაგანდის მეთოდები და ტექნიკები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე. მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„სიმულაციურ სწავლებაში გამოყენებულია ტექნიკური და ვიზუალური რესურსები. მონაწილეება განივითარეს დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღეს გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინდეს პრეზენტაციები“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203