
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში არაერთი საინტერესო საზეიმო თუ საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
მათ შორის, სკოლაში დიდი ჟრიამულით აღინიშნა გაზაფხულის მოსვლა და დედის დღის მოახლოვება.
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საგაზაფხულო ფუსფუსი ზამთრის ბოლო დღეებში დაიწყო. დღეს კი, წმიდა იოანე ზედაზნელის სახელობის Iბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ლია შარიქაძის ხელმძღვანელობით, დედებს სიმღერით მიულოცეს მათი დღე.
თამარ მეფის გიმნაზია, წინასწარ ულოცავს ყველა დედას დედის დღეს და უსურვებს მათ მრავალი ღირსეული ქართველი ქალისა და ვაჟის აღზრდას.
იხილეთ ვიდეო: