საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკას ესტმრნენ
01-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისით სწავლობენ. მათ სასწავლო მოტივაციასა და ხარისხიან განათლებაზე ფრანგული ენის მასწავლებლები - რუსა კილაძე და თეონა ჩაკვეტაძე ზრუნავენ, რომლებიც მოწაფეებს საინტერესო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ. 

ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-6 კლასელები სტუმრობდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკას.

მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ღონისძიებაში - „აღმოაჩინე მედიათეკა“, სადაც შესაძლებელია ბავშვები შეეცნონ მედიათეკის საინტერესო სივრცეებს, უყურონ ანიმაციას - Le Peau d’âne და წაიკითხონ და გაიგონ პატარა გამოცანა ფრანგულ ენაზე.

მოსწავლეები მედიათეკიდან დაბრუნდნენ წიგნებით სავსე ჩემოდნით. მედიათეკის ეს ახალი წამოწყება, მოსწავლე-მასწავლებლებს კლასგარეშე ლიტერატურაზე მუშაობის საშუალებას აძლევს. 

ღონისძიებას ორგანიზება წმინდა ნინოს სახელობის სკოლის ფრანგული ენის მასწავლებლებმა - რუსა კილაძემ და თეონა ჩაკვეტაძემ გაუწიეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203