„სანამ დედა გყავს, ნუ გეშინია!“- სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. ამ მიზნით კი, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება.
ამჯერად, დედის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „სანამ დედა გყავს, ნუ გეშინია!“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობასა და ცხოვრებაში დედის როლზეც ისაუბრეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: