ალპანის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში ჩაერთო
01-03-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი - „მწვანე ქვეყანა“, აქტიურად მუშაობს. ​

აღსანიშნავია, რომ კლუბის მთავარი მოწოდება - „დაიცავი, რათა დაგიცვას!“, გახლავთ, ამ იდეით შთაგონებულები კი, ცდილობენ ღირებული აქტივობები ჩაატარონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვასა და მოფრთხილებაში.

ახლახან, კლუბის წევრი მოსწავლეები დიდი მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2024“. 

აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი აკაკი ფრუიძეა, რომელიც მხარს უჭერს და ეხმარება მოსწვალეებს, რომ რაც შეიძლება ღირებული და სასიკეთო აქტივობები ჩაატარონ. 

სკოლაში, მოსწავლეებს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 

„გისურვებთ მეტად მნიშვნელოვანი და მიზნობრივი პროექტის წარმატებით განხორციელებას, რამეთუ „კონკურსის მთავარი ფასეულობებია: პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოსადმი, სოლიდარობა და თანამშრომლობა“ და „კონკურსში ჩართული პირები თავად ხდებიან მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილე“. მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ კონკურსის პირობებს და დაგეგმეს განხორციელებისათვის საჭირო აქტივობები“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203