ნაბაკევის საჯარო სკოლაში, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა
01-03-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში, აქტურად მუშაობს ინგლისურენოვანი კლუბი - Young Speaker. 

ამჯერად, სკოლაში, კლუბის ინიციატივით, კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, თემაზე - „ადამიანის უფლებები“. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს უფლებებზე, განიხილეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს თავისი უფლებები, რაც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელ და განვითარებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი და აქტიურად აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203