დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თბილისის N141 საჯარო სკოლაში
01-03-2024
თბილისის N141 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული.
სკოლაში განსაკუთრებული ჟრიამულით აღინიშნება სადღესასწაულო თარიღები, ასეთივე ზარ-ზეიმით, წინასწარ იზეიმეს დედის დღე.
მრ-2გ კლასის მოსწავლეებმა, დედებს 3 მარტი საზეიმო ღონისძებით მიულოცეს, სასკოლო სივრცე ფერადი ბუშტებით მორთეს, ბევრი იმხიარულეს და ერთმანეთს პოზიტიური ემოციები გაუზიარეს.
ღონისძიება ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწალეებისთვის, ისინი დიდი სიხარულით მონაწილეობდნენ საზეიმო წარმოდგენაში.