„რეგნერაციული მედიცინა“- ითხვისის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
01-03-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, VIII კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის - მ.ბურჯანაძისა და სპეცმასწავლებლის - თ.მოდებაძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „რეგნერაციული მედიცინა“ განახორციელეს. 

მისი პრეზენტაცია აუდიტორიის წინაშე გაიმართა. მოსწავლეებმა მათ მიერ შესრულებულ აქტივობებზე, კვლევის შედეგებზე, ბიოტექნოლოგიის განვითარებაზე და მისი დახმარებით სამედიცინო დარგში ინოვაციების დანერგვის შესახებ ისაუბრეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო მდგრადი განვითარების მესამე მიზნის - „ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა“ გაგება-გააზრებას, მოსწავლეები პროექტში აქტიურად ჩაერთნენ და სურვილი გამოთქვეს, რომ კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203