ჯვარის N3 სკოლის მეორეკლასელი იოანე სამუშია საგანმანათლებლო ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
01-03-2024
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ და გამორჩეულ მოსწავლეთა შორისაა იოანე სამუშია. 

იოანე მე-2 კლასის მოსწავლეა, რომელიც დიდი სიამოვნებით მონაწილეობდა ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ პროექტში - „კითხვის გამოწვევა“.  

ეს გახლდათ კომბინირებული ოლიმპიადა, რომელიც აერთიანებდა საგნებს: ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას. იოანემ კი, ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში მონაწილეობისთვის ოქროს დონის სერტიფიკატი დაიმსახურა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალშიც დიდ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203