„დედაა ჩემი სულის ძახილი, პატარა გულის ამოძახილი“- ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელთა წარმტაცი ღონისძიება
01-03-2024
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი გამორჩეული აქტივობა თუ პროექტი იმართება.
ამჯრად, მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძის სადამრიგებლო Iა კლასის მოსწავლეებმა დედის დღეს ულამაზესი ღონისძიება - „დედაა ჩემი სულის ძახილი, პატარა გულის ამოძახილი“, მიუძღვნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დედიკოების მიმართ უზარმაზარი სითბო, სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს. ეს ლამაზი და შთამბეჭდავი დღე კი დაუვიწყარი იქნება მათთვის.
„ყველა დედას ვულოცავთ დედის დღეს. წარმატებული შვილების ბედნიერ დედობას გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს