თბილისის N161 საჯარო სკოლაში საბავშვო მწერალს უმასპინძლეს 
01-03-2024

თბილისის N161 საჯარო სკოლა​ში, მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს, თეა ლომაძის წიგნის - „წერილი ბოთლში“ კითხვა დაიწყეს, მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ ინიციატივაში. 

1-ელ მარტს კი, სკოლაში მიიწვიეს მწერალი და მოაწყვეს ლიტერატურული ვიქტორინა, სადაც ერთმანეთს IV2 და IV7 კლასები შეეჯიბრნენ. 

აღნიშნული კლასების ხელმძღვანელები ლალი მიროტაძე და მაკა ორაგველიძე არიან.

შეხვერდა, მხოლოდ შემეცნებითი ვიქტორინით არ შემოიფარგლებოდა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბევრი სახალისო აქტივობა გაიმართა, რითაც კმაყოფილი დარჩა როგორც ავტორი ისე, ყველა მოსწავლე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203