„ჩემი ქალაქის მეტყველება“- ითხვისის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოალში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე, მასწავლებელ ლელა გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ჩემი ქალაქის მეტყველება“ განახორციელეს.
მათ დამსწრე მოსწავლეებსა და მასწავლებლებლებს პროექტის ფარგლებში შექმნილი ლექსიკონი - „ჭიათურული ქართულის ჭაშნიკი“ გააცნეს. მერვეკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების დადებითი შეფასება დაიმსახურეს.
„მე-8 კლასელების მომზადებული ვიქტორინის შედეგად, წარმოჩინდა, რომ ადგილობრივი დიალექტის ბევრი სიტყვა ამ თაობისთვის აღარ არის ცნობილი. ლელა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ პროექტი მდგრადია და ლექსიკონის შევსება გაგრძელდება მომავალშიც.
პროექტის პრეზენტაცია შემეცნებით და სასიამოვნო გარემოში წარიმართა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: