„ყველა სიკეთის დედაა ქალი... ქალი სიცოცხლის ჯადოქარია“- ქუთაისის N4 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოტივირებული, ნიჭიერი და შემოქმედებითი მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, პედაგოგ იზა ხარატიშვილის სადამრიგებლო IV კლასის მოსწავლეებმა მერვე საქალაქო ბიბლიოთეკაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ყველა სიკეთის დედაა ქალი... ქალი სიცოცხლის ჯადოქარია...“ გამართეს.
მის მიმდინარეობაში ყველა ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდა, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სხვადასხვა ნომერი წარადგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები, აგრეთვე სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული - მარიამ ორთოვიძე, რომელსაც სკოლის დირექტორმა - მაკა გუბელაძემ, ოქროს მედალი გადასცა.
იხილეთ ფოტოები: