ეწერის საჯარო სკოლის თეატრალური წრის მხატვრული კითხვის ნიჭით დაჯილდოებული პატარა წევრები 
01-03-2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

სკოლაში მოქმედებს სასკოლო თეატრის წრე, რომლის აქტივობებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ერთვებიან. ამჯერად, აღნიშნული წრის პატარა წევრებმა ერეკლე მანიამ, ემილიანე ძაძამიამ და ანდრია ციმინტიამ სხვადასხვა ლექსი მხატვრულად წაიკითხეს. 

მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ლექსები მთელი სულითა და გულით წაიკითხეს და სამახსოვრო ვიდეოები გადაიღეს.

იხილეთ ვიდეოები:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203