ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლის თვალით დანახული ბავშვთა საოცნებო ქალაქი
01-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის შემოქმედებით და ნიჭიერ მოსწავლეთა შორისაა ბარბარე ტყაბლაძე, რომელმაც თავისი თვალით დანახული ბავშვთა საოცნებო ქალაქი დახატა. 

ბარბარემ ნამუშევარი, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილისთვის, მასწავლებლის - შორენა ლომაძის ხელმძღვანელობით, შექმნა. 

გაკვეთილის თემა: საოცარი ბავშვები - „თომა ბავშვთა ქალაქს აშენებს“, გახლდათ. 

ბარბარემ, თავისი შთამბეჭდავი ფანტაზიით იმოგზაურა ბავშვთა საოცნებო ქალაქში, წარმოიდგინა ყველა ის ნიუანსი, რაც ამ ქალაქს მეტად საოცნებოდ აქცევდა და თავისი მხატვრული შესაძლებლობებით ყოველივე ეს ფურცელზე გადმოიტანა. 

ბარბარეს ნამუშევარი სასკოლო სივრცეში გამოიფინა და მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203