მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში პოეტთა მეფეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია მიეძღვნა
01-03-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ რუსუდან ოთხოზორიას ორგანიზებით, გამართეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც მიეძღვნა გენიალურ ქართველ პოეტს - გალაკტიონ ტაბიძეს. ღონისძიების თემა იყო „... რომ გაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი“...

ერთმანეთს ენაცვლებოდა როგორც თავად გალაკტიონის, ლექსები, ისე მის შესახებ ცნობილი ქართველი პოეტების, საზოგადო მოღვაწეებისა თუ მწერლების მოგონებები.

შესრულდა მუსიკალური ნომრები მოსწავლეებმა მოისმინეს. პოეტთა მეფის წაკითხული ლექსის ჩანაწერი. 

ღონისძიების ერთგვარი შეჯამება იყო კადრების ჩვენება დოკუმენტური ფილმიდან - „საუკუნის პორტრეტები“. 

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა სოფიო აბულაძემ. 

სკოლაში ღონისძიებით აღფრთოვანებას გამოთქვამენ და წარმატებას უსურვებენ თითოეულ მონაწილეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

























 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203