„ინგლისური პრაქტიკაში“- ბათუმის N8 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული პედაგოგები მუშაობენ. ისინი მათ არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჟამად, სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის - ია ბლაგიძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ინგლისური პრაქტიკაში“ მიმდინარეობს.
პროექტი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, თითოეული ჩართული მოსწავლე საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალური მონდომებით ავლენს. ისინი დროს ნაყოფიერად ატარებენ და ცოდნას იღრმავებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და მოსწავლეთა გამოყენებული რესურსები იხილეთ
ბმულზე.
იხილეთ ფოტო: