ქუთაისის N29 სკოლის მესამეკლასელთა მომზადებული სასარგებლო ტკბილეული და პროექტი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება
01-03-2024
ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „ჯანსაღი ტკბილეული“.
მე-3 კლასელებმა მოიძიეს ინფორმაცია ტკბილეულის წარმოშობაზე, ჩაატარეს გამოკითხვა თანატოლებში რამდენად ხშირად მიირთმევენ ტკბილეულს, გამოიტანეს დასკვნები ტკბილეულის საზიანო და სასარგებლო თვისებებზე.
ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას შესთავაზეს ალტერნატივა, თავად დაამზადეს ჯანსაღი ტკბილეული და გაუზიარეს ერთმანეთს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს