დმანისის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა მოსწავლეებს სტუდენტური ცხოვრების შესახებ გამოცდილება გაუზიარა
01-03-2024

დმანისის N2 საჯარო სკოლას, პროექტი „თსუ დესპანის“ ფარგლებში, წარჩინებული კურსდამთავრებული ლამია ეფენდიევა ესტუმრა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლამია ეფენდიევა სკოლის ერთ-ერთ წარმატებულ მოსწავლეთაგანია, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და განაგრძო სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტში. ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია და სწავლობს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე.

პროექტის - „თსუ დესპანის“ ფარგლებში, მან X, XI, XII კლასელებს სტუდენტური ცხოვრების შესახებ თავისი გამოცდილება გაუზიარა და ბავშვების კითხვებს ამომწურავად გასცა პასუხი.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საჭირო ინფორმაცია მიიღეს, რომელიც მომავალში უნივერსიტეტის არჩევისას აუცილებლად გამოადგებათ.

„თსუ დესპანი“ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც უკვე მეთორმეტე სეზონს ითვლის.

დმანისის N2 საჯარო სკოლა წარჩინებულ კურსდამთავრებულს წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203