„XXI საუკუნის გლობალური პრობლემები“  - ახრისის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
01-03-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-6 კლასში, საგანში - „ჩვენი საქართველო“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა თემაზე - „XXI საუკუნის გლობალური პრობლემები“ პრეზენტაციები მოამზადეს.

ბავშვებმა ინფორმაციები მოიძიეს იმ მთავარ პრობლემებზე, რომლებიც თანამედროვე სამყაროს ახლავს და მათ შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს.

მეექვსეკლასელებმა ასევე განიხილეს ამ პრობლემების აღმოფხვრის გზები და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს. მათ საინტერესოდ და სიღრმისეულად იმსჯელეს, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203