წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციები მიუძღვნეს ადამიანებს, რომელთაც დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს ​
01-03-2024

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „შეზღუდული შესაძლებლობები განაჩენი არ არის!“. 

გაკვეთილი საგან მოქალაქეობაში ჩატარდა და მას მასწავლებელი მარინა თუთბერიძე ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარადგინეს მათთვის საინტერესო, გამორჩეული ქართველი თუ უცხოელი პიროვნებები, მათ შორის ისეთი ფიგურები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თითოეული ნაშრომი დიდი ინტერესით და პასუხისმგებლობით იყო შესრულებული. 

გაკვეთილს ესწრებოდნენ ხარისხის ჯგუფის წარმომადგენელი გ.ჩიხლაძე, კათედრის ხელმძღვანელი - ი.ხაჭაპურიძე და ბიოლოგიის მასწავლებელი - ნ.შვანგირაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203