
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღეს შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებას VII-XI კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ, მათ გაიხსენეს ტრაგიკული მოვლენები საქართველოს ისტორიაში და აღნიშნეს, რომ 25 თებერვალი არის დღე, რომელიც ყველაზე ტკივილიანი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 93 წელი გავიდა ამ დღიდან. გაიხსენეს მოსწავლეებმა ამ დღის გმირები, იუნკერები, რომლებიც თბილისს რუსეთის წითელი არმიისგან მარტო იცავდნენ.
„ამ დღემ კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა არის ჩვენი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც“, - ამ სიტყვებით დასრულდა ღონისძიება სკოლაში, რომელმაც ყველა ემოციებით აავსო.
იხილეთ ფოტოები: