„გმირები არასოდეს კვდებიან“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები ბოლნისის ისტორიას გაეცნენ
01-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში საინტერესო ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, VII კლასის მოსწავლეები თავიანთი ქალაქის ისტორიას სიღრმისეულად გაეცნენ. მათ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს ბოლნისელი გმირების შესახებ, რომლებმაც თავიანთი სახელი დატოვეს ისტორიაში. 

მოსწავლეებმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და ამით გამოხატეს მათ მიმართ პატივისცემა.

აღნიშნული შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი მარიკა ფოჩხიძე გახლდათ, საინფორმაციო სახის იყო.

„გმირები არასოდეს კვდებიან, ისინი სამარადისოდ ცოცხლობენ და ხელახლა იბადებიან - მათ საქართველო უყვარდათ! მადლობა ბოლნისელ გმირებს, რომ მათ დატოვეს სახელი, რომლითაც დღეს თითოეული ბოლნისელი ამაყობს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეხვედრები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203