„ჩემი საქართველო“ - კორტანეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
25-05-2018
კორტანეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „ჩემი საქართველო“ ჩაატარეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდლებმა ცნობილი პოეტების პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. 

მოსწავლეებმა ასევე კედლის გაზეთები გააკეთეს და ასფალტი მოხატეს. 

„მოსწავლეებმა ასფალტზე ხატვით შეძლეს წარმოეჩინათ თავიანთი თვალით დანახული საქართველო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203