დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მუზეუმში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ
01-03-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.

ამჯერად, ისინი საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

ოკუპაციის  დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები 26-28 თებერვალს ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების ეგიდით ჩატარდა.

ღონისძიებებში დაბლაციხის სკოლასთან ერთად,​ ასევე ბუკისციხის, გოგოლესუბნის, ნაბეღლავის, ფარცხმის, ხიდისთავის, ზოტის, საჭამიასერის, ჯვარცხმის, იანეულის, კოხნარის და პირველი საჯარო სკოლები ჩაერთნენ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებს უჩვენეს აუდიოვიზუალური დოკუმენტური მასალა დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის ანექსიის შესახებ. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა ცხოვრების შესახებ მასალებს ბავშვებმა ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მიიღეს, ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები. 

ცენტრი მადლობას უხდის შეხვედრის ყველა ორგანიზატორს, ასევე ღონისძიებაში მონაწილე სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და მათ მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203