
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათი განწყობის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ფიგურები გამოძერწეს, დიდი სიამოვნებით შექმნეს მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებსაც დედებს მიუძღვნიან და მათ ქალთა დღესასწაულებს დიდი სიყვარულით მიულოცავენ.
მოსწავლეებმა აქტივობა კომპლექსური დავალების ფარგლებში შეასრულეს, რომელსაც მასწავლებელი ქეთინო ჩიქვანაია ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ხალისით დაამზადეს ფიგურები და თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში ბავშვების ნამუშევრების გამოფენა 3 და 8 მარტისთვის ეწყო.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: