ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შაში ოლიმპიადა გაიმართა
01-03-2024
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა ინტელექტუალურ და სპორტულ შეჯიბრებას აქტიურად სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის სპორტის მასწავლებელმა - ლალი დიაკონიძემ ჩაატარა სპორტული ოლიმპიადია შაშში, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები.
შესარჩევი ტურის შემდეგ გამოვლენილი გამარჯვებულები ფინალურ თამაშში შეხვდნენ ერთმანეთს. თამაშისას მათ სხარტი აზროვნება შესანიშნავად წარმოაჩინეს.
საინტერესო სპორტული შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ გოგონათა შორის: თამარ ზარნაძე (მე-4 კლასი), თინათინ რობაქიძე (მე-5 კლასი), ლანა ბერუაშვილი (მე-5 კლასი). ბიჭებს შორის კი - ნიკოლოზ ქოჩერაშვილი (მე-6 კლასი), ნიკოლოზ დიაკონიძე (მე-4 კლასი), ლუკა დიაკონიძე (მე-6 კლასი).
ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ოლიმპიადები მოსწავლეებს საჭირო უნარ-ჩვევებს უვითარებს და მოტივაციას უმაღლებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია