ახაშნის საჯარო სკოლამ გლობალურ საგანმანათლებლო კვირეულში წარმატებით მონაწილეობისთვის სპეციალური ჯილდო მოიპოვა
01-03-2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით მუდმივად ერთვებიან საგანმანათლებლო პროექტებში. 

მათ შორის აღსანიშნავია, კომუნიკაციების კომისიის მიერ 24-31 ოქტომბერს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული, რომელიც საქართველოს მასშტაბით გაიმართა და მაში ახაშნის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო.

IV -VI კლასის მოსწავლეებმა, კვირეულის ფარგლებში, კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე შეასრულეს მრავალფეროვანი აქტივობები, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაციების კომისიისგან სპეციალური ჯილდო მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და მასწავლებლებში, მოსწავლეებსა და მშობლებში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203