„ნუცას ბაგა-ბაღის“ აღსაზრდელები თეატრს ესტუმრნენ
03-01-2024

„ნუცას ბაგა-ბაღის“ აღსაზრდელებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო, რომელიც ბავშვების კულტურულ განვითარებას მიეძღვნა. 

„ნუცას ბაგა-ბაღელი“ პატარები მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ, სადაც ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „ბრემენელი მუსიკოსები“ ნახეს. 

ბავშვებისთვის მუსიკალური სპექტაკლი მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ბაღის აღსაზრდელები სასიამოვნო ემოციებით დაიმუხტნენ, რაც დიდხანს გაჰყვებათ. პატარებმა ასევე ისწავლეს თეატრში ქცევის წესები. 

აღსანიშნავია, რომ „ნუცას ბაგა-ბაღში“ თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამიტომ ბაღის ორივე ფილიალის პატარები ყოველდღიურად სახალისო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203