
„ნუცას ბაგა-ბაღში“ ყოველი დღე დიდი მხიარულებით იწყება. სკოლამდელ დაწესებულებაში შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული გარემო, დიდი ყურადღება ექცევა მათ ემოციურ, სოციალურ განვითარებას. სააღმზრდელო პროცესი კი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, გაჯერებულია როგორც სახალისო, ისე სასწავლო-შემეცნებითი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
ამჯერად, ბაღში თოჯინების თეატრს უმასპინძლეს. პატარებმა სპექტაკლი - „ეზოში ავი ძაღლია“ ნახეს.
ნანახმა აღსაზრდელების დიდი ინტერესი გამოიწვია, ბავშვები შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ, საოცარი იყო მოსწავლეთა გულწრფელი ემოციების ხილვა - გაოცება, სიხარული, კისკისი. ბავშვებმა თოჯინური სპექტაკლის ბოლოს აღმზრდელ-მასწავლებლებს მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს, ისაუბრეს სპექტაკლის მთავარ სათქმელზე.
თოჯინების თეატრის დასი ბავშვებმა აპლოდისმენტებით გააცილეს და მათი კვლავ სტუმრობის სურვილი გამოთქვეს.
იხილეთ ფოტოები: