ნინოწმინდის N4 სკოლის მოსწავლეებისთვის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების მიზნით, კინოჩვენებები ეწყობა
01-03-2024

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში კინოხელოვნების მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულების ფორმირებას და ფილმების დახმარებით მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

V-XII კლასის მოსაწავლეებისთვის იმართება კინოჩვენებები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ფილმების ჩვენება არის მცდელობა იმისა, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარები, გაიზარდოს მათი ინტერესი ისტორიის, ლიტერატურის და კულტურის მიმართ.

აღნიშნული აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა უკვე ნახეს ანიმაცია - „ქვის ხანის ადამიანი“, რიდლი სკოტის ფილმი - „ზეციური სამეფო“, ხოლო მიმდინარე კვირის ჩვენება დაეთმო სტივენ სპილბერგის ფილმს - „მებრძოლი ცხენი“. 

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და შემეცნებითია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203