
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
9-11 თებერვალს, თბილისში ქალაქის უშუს მე-14 ღია პირველობა ჩატარდა. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და რაიონების სპორტსმენები.
ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იყოჩაღეს და ოქროს მედლებით დაბრუნდნენ ქუთაისში.
გაიცანით სკოლის ჩემპიონებიც - დავით ლავრელაშვილი, მათე გურგენიძე და გაბრიელ სვანიძე.
უნდა აღინიშნოს, რომ მე-6 კლასელი დავით ლავრელაშვილი საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრია, 2023 წლის მანძილზე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ის სახელმწიფო სტიპენდიანტი გახდა და 1-ელიდან 5 მარტამდე მონაწილეობას მიიღებს ლატვიის დედაქალაქ რიგაში დაგეგმილ საერთაშორისო ჩემპიონატში.
იხილეთ ფოტოები: