„გარდატეხის ასაკის სირთულეები“ - ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობა საინტერესო პროექტს ახორციელებს
01-03-2024

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა თებერვლის თვიდან ახორციელებს პროექტს - „გარდატეხის ასაკის სირთულეები“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების თავისებურებათა შესახებ სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდით, მოზარდებისათვის ფსიქო-ემოციური სირთულეების დაძლევის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში 28 თებერვალს განხორციელდა აქტივობა - შეხვედრა მოწვეულ სტუმართან.

მოსწავლეებთან შეხვედრა ჩაატარა მშობელმა - შორენა ბუსკივაძემ, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა „გარდატეხის ასაკის ფიზიოლოგიურ და ფსიქო-ემოციური ცვლილებებზე“.

საუბარი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მან მოზარდებს საშუალება მისცა გაეაზრებინათ მათ წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები. მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და დაფინანსებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203