„როგორი მინდა იყოს ჩემი სკოლა და რას შევცვლიდი მომავალში?“ - ქუთაისის N40 სკოლის მე-3 კლასელებმა მათი შექმნილი მაკეტები და დიორამები გამოფინეს
01-03-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასკოლო გარემოს სთავაზობენ. სასკოლო გარემოს განვითარებაში, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა, ამიტომ დირექცია და პედაგოგები, ამ მიმართულებით მათ თანამონაწილეობას ახალისებენ. 

20 თებერვალს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნათია ჟორჟოლიანი), მშობელთა ჩართულობით, წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „როგორი მინდა იყოს ჩემი სკოლა და რას შევცვლიდი მომავალში?“

ფორმატზე წარმოდგენილი თემატიკა, ხელნაკეთი მაკეტები და დიორამები საინტერესო და შთამბეჭდავი სანახაობა იყო მსმენელთათვის.

მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მოტივაციით იყვნენ ჩართულნი თავიანთი ნაშრომების პრეზენტაციასა და გამოფენის მოწყობაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203