
ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ხასიათის ლექცია ჩატარდა.
25 თებერვალს, რუსული ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა მოსწავლეებისა და პედაგოგების შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორთან და თეოლოგთან ლაშა დეისაძე-შარვაშიძესთან.
შეხვედრაზე სტუმარმა წაიკითხა ლექცია, თემაზე - „საბჭოთა ოკუპაციის ისტორია საქართველოში და დაბრუნება ევროპაში“.
ლექციის დასრულების შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, მიიღეს პასუხები კომპეტენტური
პირებისგან და „იმოგზაურეს“ საქართველოს არც ისე შორეულ წარსულში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრამ აუდიტორიის აქტიური ჩართულობით, სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: