თიანეთის N2 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობმა ღონისძიებებმა აიღო სტარტი
29-02-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას. 

 28 თებერვალს, სკოლაში, სპორტის მასწავლებლის - ნადია უშიკიშვილის ინიციატივით და დიდი ძალისხმევით დაიწყო სპორტული შეჯიბრებები - „მხიარული სტარტები“. ​

შეჯიბრებაში, პირველ ეტაპზე მონაწილეობდნენ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები, მათი დამრიგებლები და მშობლები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან ხალისიანად ჩაიარა შეჯიბრმა.

ჟიურის თავჯდომარემ ნატალია ოთარაშვილმა და მისმა წევრებმა: თამარ დოლიაშვილმა, მაია აბრამიშვილმა და ვალერი ჩიტაურმა გამოავლინეს გამარჯვებული.

ყველა ნომინაციაში: შეჯიბრი კლასის დამრიგებლებს, კლასებსა და მშობლებს შორის, დამსახურებული გამარჯვება მე-5 კლასმა მოიპოვა.

სკოლის ადმინისტრაციამ გამარჯვებულებს გადასცა სიგელები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეჯიბრებას გაგრძელებაც მოჰყვება, რაც იქვე დააანონსა ხელმძღვანელმა პედაგოგმა და გადაწყდა, რომ შემდეგში ერთმანეთს შეეჯიბრებიან მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები.

სკოლაში მადლობას უხდიან  მასწავლებელს ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203