
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ, რაც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდის დამსახურებაა.
ამჯერად, VIII კლასის მოსწავლე ვახტანგ ვარდოაშვილი „კინგსის“ ოლიმპიადის ფინალურ ტურში გამარჯვებისათვის ოქროს მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა. მისი ინგლისური ენის მასწავლებელი ი. აივაზაშვილი, ხოლო კლასის დამრიგებელი ნ. ჯავახიშვილი არიან.
გარდა ამისა, პედაგოგ - ი. ყურაშვილის სადამრიგებლო II კლასის მოსწავლეები - ალექსანდრე გიგაშვილი და ანი ლაჩაშვილი პროფესიულ განათლების ცენტრის ორგანიზებულ კომბინირებულ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. ის შემდეგ საგნებს მოიცავდა: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება.
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს, ორივე მათგანი გადავიდა ფინალურ ტურში, ალექსანდრე გიგაშვილმა კი I ადგილი დაიკავა.
„სკოლის საზოგადოება საამაყო მოსწავლეებს ულოცავს წარმატებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: