ბათუმის N13 სკოლის VIII კლასის მოსწავლე ნინო ტუღუში ხმლით ფარიკაობაში აჭარის ჩემპიონი და ნაკრების წევრი გახდა
29-02-2024
ბათუმის N13 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული, ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებული მოსწავლეები სწავლობენ.
მათ შორის, ერთ-ერთია VIIIბ კლასის მოსწავლე ნინო ტუღუში. ახლა, სკოლაში სწორედ მისი მიღწევით ხარობენ და ამაყობენ. მოსწავლე ხმლით ფარიკაობაში აჭარის ჩემპიონი და აჭარის ნაკრების წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ მან ღირსეულად ისაპარეზა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
სკოლაში კი თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
„ვულოცავთ ნინის და ვუსურვებთ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს