„წარმატება ჩვენს ოქროს გოგონებს!“ - ბათუმის N13 სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები გადაეცათ
ბათუმის N13 საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ.
ნათია ჩხაიძეს, ელენე შაშიკაძესა და ნინო ვარშანიძეს კუთვნილი ოქროს მედლები და სიგელები სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანები არიან.
„წარმატებები ჩვენს ოქროს გოგონებს!“,-სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: