ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა
25-05-2018
ჰერეთისკარის საჯარო სკოლის ფოიეში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
წლის განმავლობაში სხვადასხვა კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები, აპლიკაციები და თიხის ნაკეთობები გამოიფინა.
გამოფენა მოსწავლეებმა და მშობლებმა დაათვალიერეს.
ჰერეთისკარის საჯარო სკოლის ფოიეში გამოფენა სისტემატიურად ეწყობა და ყველა მსურველს შეუძლია მათი დათვალიერება.