ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა „ვეფხისტყაოსნის“ კითხვას გაუწიეს პოპულარიზაცია  
29-02-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების კითხვის სიყვარულს სხვადასხვა აქტივობით უღვივებენ.

ამჯერად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ სკოლის მასწავლებლები: დარეჯან კლდიაშვილი, ხათუნა მახათაძე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები.

„ამ დღეს, პოპულარიზაცია გავუწიეთ ჩვენი ერისა და კულტურის საგანძურს „ვეფხისტყაოსანს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს და ზეპირადაც წარმოთქვეს სასურველი სტროფები უკვდავი პოემიდან.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. აღნიშნულ დღეს მათ ასევე ისაუბრეს, თუ რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს წიგნების კითხვას.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში უკვე მეცხრედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203