„ვირუსული დაავადებები და მათი პრევენცია“- ზედა განთიადის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებისა და ბიოლოგიის მასწავლებლის საინტერესო პრეზენტაცია
29-02-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, იმართება არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება.
27 დეკემბერს, ზედა განთიადის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა, რომლის თემა იყო - „ვირუსული დაავადებები და მათი პრევენცია“.
პრეზენტაცია VII კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის - ნუნუ ჩახვაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თითქმის ყველა მძიმე და რესპირატორული დაავადების გამომწვევი ვირუსი და მათ მიერ გამომწვეული პათოლოგიები. ვრცლად ისაუბრეს როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსებისაგან, ისაუბრეს იმუნიტეტის როლზე ვირუსული დაავადებების გავრცელების დროს.
მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე ასევე წარდგინეს მათ მიერ შესრულებული ნახატები.
მათ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისაგან დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სკოლაში მადლობას უხდიან საინტერესო პრეზენტაციის ხელმძღვანელს - ნუნუ ჩახვაძეს, რომელიც მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს და მათი ცოდნის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს