მუხურის საჯარო სკოლა ბიზნეს-ფორუმზე, იმერეთის მასშტაბით, საუკეთესოთა შორის დასახელდა
29-02-2024
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში ხშირად ერთვება.

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ „ბიზნეს ფორუმში“ მუხურის საჯარო სკოლა, იმერეთის მასშტაბით, 90 სკოლიდან, საუკეთესო შედეგის მქონე 15 სკოლას შორის დასახელდა.

პროექტის ფარგლებში, ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებსა და კერძო საინვესტიციო კომპანიებს, დაფინანსების მოპოვების მიზნით, საკუთარი პროექტი წარუდგინა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203