„ანბანით მოყოლილი საქართველო“ - საინტერესო ღონისძიება ახალშენის საჯარო სკოლაში
29-02-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნების სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - აზა ჭავჭანიძემ მოსწავლეთა და მასწავლებელთა სრული ჩართულობით ღონისძიება სახელწოდებით - „ანბანით მოყოლილი საქართველო“ მოაწყო.

მოსწავლეებმა პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საყვარელი ნაწარმოებებიდან მონაკვეთები წაიკითხეს, მათ შესახებ იმსჯელეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. 

მოსწავლეებმა ასევე ისიც აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და საჭიროა წიგნები ადამიანების განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203