„ილია უკვდავია“ - ახალშენის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა 
29-02-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თეკლე ონიანის ხელმძღვანელობით ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი საღამო „ილია უკვდავია“ გაიმართა.

მოსწავლეებმა სკოლაში, პოეტის ბიოგრაფია, პუბლიცისტური წერილები, ჩანაწერები და პატრიოტული ლექსები წარადგინეს. მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღნიშნულ დღეს ასევე მოეწყო თეატრალური წარმოდგენები, გაიმართა ილია ჭავაჭვაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203